ფეხბურთი

14:14 | 11.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

კანალესი ორი თვე დაისვენებს

“ვალენსიას” ნახევარმცველი სერხიო კანალესი, რომელიც ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ისრაელში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდა, თანაგუნდელებს ტრავმის მიზეზით გამოაკლდა.

გასულ უქმეებზე ფეხბურთელი თავის კლუბში დაბრუნდა, სადაც სამედიცინო შემოწმება გაიარა და აღმოჩნდა, რომ მუხლსქვედა მყესი გაწყვეტია. ამის შემდეგ, გაცხადდა, რომ კანალესის გამოჯანმრთელებას 2 თვე დასჭირდება.

შედეგად, ის “ვალენსიას” სეზონისწინა მოსამზადებელ პერიოდს გამოტოვებს.


თეგებიკანალესი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121871
სარეკლამო ადგილი - 99
X x X