ფეხბურთი

18:16 | 25.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალუ მოლაპარაკებას "სანდერლენდთან" აწარმოებს

კოტდივუარის ეროვნული ნაკრების და ფრანგული "ლილის" ცენტრალური თავდამსხმელი სალომონ კალუ, მოლაპარაკებას პრემიერლიგის კლუბ "სანდერლენდთან" აწარმოებს.

sky Italia-ს ინფორმაციით, კოტდივუარელსა და ინგლისურ კლუბს შორის მოლაპარაკება გადამწყვეტ ფაზაშია და "შავი კატები" ტრანსფერს უახლოეს მომავალში ოფიციალურად დაადასტურებენ. ჯერჯერობით კონტრაქტის დეტალები უცნობია.

კალუს "ლილიდან" აბარგების სურვილი უკვე უცნობი ინფორმაცია არაა. კოტდივუარელს მაღალი ხელფასი სურს, რასაც ფრანგული კლუბი ვერ აკმაყოფილებს.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ფეხბურთელი 2006 წლიდან 2012 წლამდე ლონდონის "ჩელსის" ღირსებას იცავდა და პრემიერლიგა მისთვის უცხო გარემო არ იქნება.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11867