ფეხბურთი

16:21 | 20.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“კალიარი” “რეალის” ყოფილი მეკარით გაძლიერდა

 

მადრიდის “რეალის” აღზრდილი მეკარე ანტონიო ადანი კარიერას “კალიარიში” განაგრძობს. იტალიური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 26 წლის ესპანელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი წელიწადის ვადით გააფორმა.

“ბედნიერი ვარ, რომ აქ მოვხვდი. მინდა მოცემული შანსისთვის მადლობა გადავუხადო “კალიარის” პრეზიდენტსა და კლუბის თითოეულ წევრს”, - განაცხადა მეკარემ.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის შემდეგ, ადანი თავისუფალი აგენტი იყო, მანამდე კი, “რეალში” ირიცხებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.106602