ფეხბურთი

15:42 | 27.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“კალიარი” და ადანი გაიყარნენ

“კალიარიმ” ესპანელ მეკარე ანტონიო ადანისთან კონტრაქტი გაწყვიტა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “კალიარის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

26 წლის მეკარე, რომელმაც იტალიაში ორ თვეზე ოდნავ მეტ ხანს დაჰყო, კვლავ თავისუფალი აგენტი გახდა. დიდი ალბათობით, ის კარიერას ესპანურ “ბეტისში” გააგრძელებს, რომელმაც წინადადებით უკვე მიმართა. მიმდინარე სეზონში ადანიმ იტალიის სერია A-ში 2 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაუშვა.

თავის მხრივ, კალიარი “ქუინზ პარკ რეინჯერსისა” და ბრაზილიის ნაკრების მეკარის ჟულიო სეზარის მიწვევას აპირებს. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11665