კალათბურთი

17:42 | 15.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

კალათბურთის ფედერაციის სამძიმარი ილარიონ ხაზარაძის გარდაცვალების გამო

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 76 წლის ასაკში უეცრად გარდაიცვალა თბილისის “დინამოს” ცნობილი ვეტერანი კალათბურთელი, ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი, საბჭოთა კავშირის ორგზის მეორე პრიზიორი, ხალხთა სპარტაკიადის ვერცხლის პრიზიორი, ღირსების ორდენის კავალერი, ბრწყინვალე პიროვნება                                 

ილარიონ ხაზარაძე

და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს, სრულიად საქართველოს საკალათბურთო თემს.

პანაშვიდი: 16.08. მისამართი: ქ. თბილისი, ზანდუკელის, 38.

გამოსვენება: 17.08; 14 საათზე, ვაკის სამების ეკლესიიდან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.144012