დღეს, 17:00 საათზე ამოიწურა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველთა განცხადებების მიღების ვადა.
წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით დარეგისტრირდა ფედერაციის პრეზიდენტობის 4 კანდიდატი (ანბანის მიხედვით): მიხეილ ახვლედიანი, ვლადიმერ ბოისა, მიხეილ გაბრიჩიძე, კახა შენგელია.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიში-საარჩევნო ყრილობა 2013 წლის 11 დეკემბერს გაიმართება.