კალათბურთი

14:12 | 3.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალათბურთელთა ნაკრების ხელმძღვანელობამ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობამ გაფართოებული, 19 კაციანი, შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ევრო 2015-თვის მზადებას დაიწყებს. ამ შემადგენლობიდან გუნდში 12 საუკეთესო დარჩება. ამის შესახებ მასმედიას სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში ეროვნული ნაკრებისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა განუცხადეს.

ნაკრების შემადგენლობაში 2 ახალწვეულია, “სოხუმის” მსროლელ ირაკლი ჩლაიძისა და "არმიას" უკანახაზელ ბექა წივწივაძეს სახით. ძველი შემადგენლობიდან გუნდს "არმიას" ფორვარდი მიხეილ ბერიშვილი და “ქუთაისი-2010”-ის ცენტრალური თავდამსხმელი აკაკი დვალიშვილი შეუერთდნენ. ასევე ძველი შემადგენლობიდან, ნაკრების ხელმძღვანელობასთან ურთიერთშეთანხმების შემდეგ, გუნდში თამაშზე უარი განაცხადა უკანახაზელმა ანატოლი ბოისამ. ნაკრებში, კოკოშკოვის უშუალო გადაწყვეტილებით,  ვერ მოხვდნენ მძიმე ფორვარდი ნიკოლოზ ცქიტიშვილი და უკანახაზელი გიორგი გამყრელიძე.

ნაკრების გაფართოებული სიის შესახებ “მსოფლიო სპორტი” ვრცელ ინფორმაციას მალე მოგაწვდით.


0.118173