თამაშგარე

11:10 | 1.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

კალათბურთელი ქალი 65 წლით ციხეში მიდის

ქალთა ნბა-ს ვარსკვლავი ჩამიქ ჰოლდსქლოუ ყოფილი შეყვარებულის მანქანისთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის გამო გასამართლდა და მას 65-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ეს შემთხვევა ერთი წლის წინათ მოხდა ჯორჯიას შტატში. მას მერე გამოძიება მიმდინარეობდა და მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, რომ ვნბა-ს ერთ-ერთმა გამორჩეულმა ვარსკვლავმა მართლაც ესროლა ჯენიფერ ლეისის მანქანას.
პოლიციის განცხადებით, 35 წლის, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ჰოლდსქლოუ ჯერ ბეისბოლის ჯოხით დაესხა მძღოლის სავარძელში მჯდომ ყოფილ შეყვარებულს თავს, ხოლო შემდეგ მანქანაში გაისროლა.
სპორტსმენს 6 მუხლით წაუყენეს ბრალი და ყველა დამტკიცდა. მისი ახლობლების განცხადებით, 65-წლიანი პატიმრობა ისე არ დათრგუნავდა ჰოლდსქოუს, როგორც იმ ამბის გასკდომა, რომ ლესბოსელია და თან კრიმინალი. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.107332