ფეხბურთი

14:40 | 2.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

კალაძე: “ალეგრის წასვლა არავის გაუკვირდება”

იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტი უკანასკნელ პერიოდში აპენინური ფეხბურთის მთავარ განსახილველ საგნად იქცა. Tuttosport-ი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “როსონერის” ყოფილ მცველ კახა კალაძეს დაუკავშირდა და მასიმილიანო ალეგრის თემაზე კომენტარი სთხოვა.

“არ ვიცი, რა მოხდება უახლოეს პერიოდში. თუკი “მილანი” მთავარ მწვრთნელს დაითხოვს, არავის გაუკვირდება. რატომ? იმიტომ, რომ “მილანს” გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და თუკი 2 სეზონის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწევს, უფლება აქვს, მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს. ბოლო 2 წელიწადია, ალეგრი “როსონერის” ტიტულამდე მიყვანას ვერ ახერხებს. ისე არ გამიგოთ, თითქოს მასიმილიანომ თავისი საქმე ცუდად გააკეთა, მაგრამ ეს “მილანია”. თუკი ტიტულები არ იქნება, შენი მომავალი ბუნდოვანი გახდება.

“სიენასთან” იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის მატჩმა (2:1) ძალიან მანერვიულა, მაგრამ საბედნიეროდ, “მილანმა” უკანასკნელ წუთებში მოიპოვა გამარჯვება და ჩემპიონთა ლიგაზეც გავიდა. ჩემს თავს დღემდე “მილანისტად” ვთვლი”, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ალეგრი კლუბის ხელმძღვანელებს უახლოეს პერიოდში შეხვდება და ყველაფერი გაირკვევა.

 

0.125863