“მილანში” დაბრუნებულმა კაკამ განაცხადა, რომ მადრიდის “რეალში” უთამაშებლობის მიზეზი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო სულაც არ ყოფილა.
“მადრიდში კარგი გამოცდილება მივიღე. პროფესიული კუთხით, საქმე არცთუ კარგად წავიდა, მაგრამ ასეთი შემთხვევებიდანაც ბევრის სწავლა შეიძლება. “რეალი” დიდი კლუბია და მიხარია, რომ მისი ნაწილი გავხდი.
მეორე მხრივ, “რეალში” ფეხბურთისგან სიამოვნებას ვეღარ ვიღებდი. ვფიქრობ, ამას “მილანში” შევძლებ. “რეალს” სპეციფიკური თამაშის სტილი ჰქონდა და მცირე სათამაშო დრო მქონდა. კარლო ანჩელოტის კლუბის დატოვებაზე თავად მოველაპარაკე.
მოურინიოს ბრალი ნამდვილად არაა ის, რომ მადრიდში არ ვთამაშობდი. იქ ყოფნის პერიოდში, ვცდილობდი, მისი ნდობა მომეპოვებინა, მაგრამ პორტუგალიელს თავისი საფეხბურთო ხედვა აქვს. ჩემი მხრივ, ყოველთვის სუფთა სინდისით ვშრომობდი. მიუხედავად ყველაფრისა, მოურინიოს ბრალი არაფერია. მან, როგორც მწვრთნელმა, ბევრი რამ მომცა”, - განუცხადა კაკამ “როსონერის” ოფიციალურ საიტს.