ფეხბურთი

18:59 | 2.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

კაკა საკუთარ თავს ემსგავსება

 

ბოლო მატჩებში კაკა კრიზისში მყოფ “მილანის” ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა. ზაფხულში მადრიდის “რეალიდან” იტალიაში დაბრუნებული ბრაზილიელი თითქოს მეორე ახალგაზრდობას განიცდის. მან ბოლო ტურის შეხვედრაშიც გაუტანა “კატანიას” და საბოლოო წერტილი დასვა - 3:1 “როსონიერის” სასარგებლოდ. “ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე, - უთხრა შემდეგ კაკამ Football Italia-ს, - ვაღიარებ, ელ შაარავის ან ბალოტელის ველოდებოდი, მაგრამ ისინი აგვიანებდნენ და გადავწყვიტე თავად დამერტყა. ვგრძნობ, რომ ჩინებულ ფორმაში ვარ, თუმცა, მთავარი “მილანის” გამარჯვებებია, რათა სატურნირო ცხრილში ზევით ავიდეთ.”

თეგებიკაკა
0.074169