ფეხბურთი

13:13 | 16.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

კაფუმ და რომარიომ ნეიმარზე ისაუბრეს

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველი კაფუ დარწმუნებულია, რომ ნეიმარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. ერთ-ერთ სამხრეთამერიკულ სპორტულ გამოცემასთან საუბრისას კაფუმ თქვა, რომ “ბარსელონას” ბრაზილიელ ახალწვეულს წინ ბრწყინვალე კარიერა ელის.

“დააცადეთ ამ ბიჭს ორი წელიწადი და ის ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს უკან მოიტოვებს” – უთხრა კაფუმ ჟურნალისტს.

ბრაზილიის ნაკრების კიდევ ერთ ვეტერან ფეხბურთელს, რომარიოს კი აღიზიანებს, როდესაც ნეიმარს მასზე წინ აყენებენ.

“კარგად თამაშობს და ყველა მონაცემი აქვს, რომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი სუპერვარსკვლავი გახდეს, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა მისი ჩემთან შედარება. ამისთვის ნეიმარს ბევრი შრომა და წარმატებები სჭირდება” – განაცხადა რომარიომ.

 

 

0.130846