წარსულში ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი კაფუ “მილანისა” და იტალიის ნაკრების შემტევზე, მარიო ბალოტელიზე კომენტარს აკეთებს. “როსონერის” ყოფილი ფეხბურთელის თქმით, ახალგაზრდა იტალიელმა საკუთარი თავის კონტროლი უნდა ისწავლოს.
“ბალოტელის შეუძლია დიდი ფეხბურთელი გახდეს, მაგრამ მას სპეციფიკური ხასიათი აქვს. მოედანზე მაქსიმალური შედეგის მისაღწევად მარიომ საკუთარი თავის კონტროლი უნდა ისწავლოს.” – კაფუმ ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც კონფედერაციის თასზე, მექსიკის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ბალოტელიმ გოლი გაიტანა, ხოლო შემდეგ მაისური გაიხადა და ყვითელი ბარათიც საიმსახურა.