გერმანიის ბუნდესლიგის მე–3 ტურში, ბრუნო ლაბადიას დამოძღვრილი „შტუტგარტი“ „აუგსბურგს“ ესტუმრა და შინ უქულოდ დაბრუნება მოუწია. სტუმრებმა შეხვედრის უკანასკნელი 20 წუთი კაცნაკლულებმა გაატარეს მოედანზე და ქულის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
მატჩის დებიუტში, აუსგბურგელები თურქმა ჰალილ ალტინტოპმა დააწინაურა, აქედან ზუსტად ნახევარ საათში კი, იან–ინგვერ კალსენ–ბრაკერმა მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ვედად იბიშევიჩმა თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა, მაგრამ როგოც უკვე ვთქვით, უმცირესობაში დარჩენილმა შტუტგარტელებმა მატჩი ვეღარ შემოაბრუნეს.
„ბრაუნშვაიგმა“ ფრანკფურტის „აინტრახტი“ მიიღო და 3 ქულაც გაატანა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 10–წუთიან მონაკვეთში, სტუმრებმა 2–ჯერ აიღეს მასპინძელთა კარი და საჭირო ქულები მიითვალეს.
ბრაუნშვაიგი. „აინტრახტ შტადიონი“. 23000
ბრაუნშვაიგი – აინტრახტი 0:2 (0:0)
ბრაუნშვაიგი: დაფარი, რაიხელი, ბიჩაკჩიჩი, ტოიერკაუფი (კუმბელა 70), კრატცი, ჰოკსჰაიდტი, ბოლანდი, ელაბდელაუი, კორეია (დოგანი 23), კრუპკე (ბელარაბი 57), ჯექსონი.
მწვრთნელი: ტორსტენ ლიბერკნეხტი
აინტრახტი: ტრაპი, სამბრანო (რუსი 46), ჩელოცი, ოჩიპკა, ანდერსონი, აიგნერი, მაიერი, როდე (ლანიგი 69), ფლიუმი, ინუი, კადლეცი (როზენტალი 80).
მწვრთნელი: არმინ ფე
გოლი: 0:1 მაიერი (52), 0:2 აიგნერი (63)
გაფრთხილება: ტოიერკაუფი (53), კრატცი (56) – მაიერი (74)
კარში დარტყმა: 9 (3) – 19 (11) ჯარიმა: 14 - 15 კუთხური: 2 - 8 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 43% - 57% სეივი: 9 – 3
აუგსბურგი. „სგლ არენა“. 30300
აუგსბურგი – შტუტგარტი 2:1 (2:1)
აუგსბურგი: ჰიცი, კალსენ–ბრაკერი, კლავანი, ვერჰაგი (ფილპი 53), ოსტშოლეკი, ჰანი, ბაიერი, მორავეკი, ჰოლცჰაუზერი (ვერნერი 77), ალტინტოპი (ფოგტი 87), მიოლდერსი.
მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი
შტუტგარტი: ულრაიხი, ბოკა (ტრაორე 64), შვაბი, საკაი, რიუდიგერი, რაუში, გენტნერი, ლაიტნერი (ჰარნიკი 46), მაქსიმი, აბდელაუიე (კაკაუ 74), იბიშევიჩი.
მწვრთნელი: ბრუნო ლაბადია
გოლი: 1:0 ალტინტოპი (6), 2:0 კალსენ–ბრაკერი (35), 2:1 იბიშევიჩი (42პ.)
გაფრთხილება: ვერჰაგი (10), ჰანი (86) – აბდელაუიე (25), გენტნერი (60), საკაი (67)
გაძევება: ტრაორე (70)
კარში დარტყმა: 16 (10) – 9 (5) ჯარიმა: 21 - 22 კუთხური: 8 - 8 თამაშგარე: 1 - 0 ბურთის ფლობა: 45% - 55% სეივი: 4 – 8