ინგლისის “ნიუკასლის” ფრანგი ნახევარმცველი იოან კაბაი ლონდონის “არსენალის” მხრიდან დაინტერესებას პოზიტიურად შეხვდა და კლუბის გამოცვლის სურვილი გამოთქვა.
Sky Sports-ის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არც “ნიუკასლია”, ოღონდ, მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვაში დაიწყება, თუ “მეთოფეები” 18-20 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდას დაყაბულდებიან.
კაბაის გუნდთან კონტრაქტი კიდევ სამი წლით აკავშირებს. მისი შეძენა პსჟ-სა და “მონაკოსაც” სურდათ. ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში ფრანგმა 26 მატჩში 6 გოლი გაიტანა.