იოან კაბაიეს “პარი სენ ჟერმენში” ტრანსფერი დასრულებულია. ფრანგულმა კლუბმა 28 წლის ნახევარმცველის შეძენა ოფიციალურად დაადასტურა.
პსჟ-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “ნიუკასლის” ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბთან 2017 წლამდე მოქმედი კონტრაქტი გააფორმა.
გარიგების ფინანსური დეტალები ოფიციალურ დონეზე არ ხმაურდება. არაოფიციალური ინფორმაციით, პსჟ-მ “ნიუკასლს” 23 მილიონი ევრო გადაუხადა.
იოან კაბაიე “ნიუკასლში” 2011 წელს “ლილიდან” გადავიდა. ინგლისური გუნდის მაისურით ჩატარებულ 93 მატჩში მან თავი 18 გოლითა და 15 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.