“ვასკო და გამას” ნახევარმცველმა ჟუნინიო პერნამბუკანომ, რომელმაც დღეს 39-ე იუბილე იზეიმა, საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. L’Equipe-ს ცნობით, 39 წლის ბრაზილიელმა გადაწყვეტილება თავის ერთ-ერთ ნათესავს გაუმხილა.
“ლიონის” ყოფილმა კაპიტანმა ბარძაყის ტრავმა ნოემბერში მიიღო და ვარჯიშს ახლახანს შეუდგა. როგორც ირკვევა, ვეტერანი შუახაზელი ოპტიმალური სათამაშო ფორმისგან ძალზე შორსაა.
ჯერჯერობით, ჟუნინიოს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ საუბარი უკვე მიმდინარეობს ორ გამოსამშვიდობებელ მატჩზე. ერთ შეხვედრაში, ჟუნინიო “ვასკო და გამას” მაისურს მოირგებს, მეორეში – “ლიონის”.