“ნიუ იორკ რედ ბულსის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ჟუნინიო პერნამბუკანომ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. ამის შესახებ Goal-ი იუწყება.
“იმედგაცრუებულნი ვართ იმით, რომ ჟუნინიომ ჩვენგან წასვლა გადაწყვიტა. ის დიდი პროფესიონალი და უნიჭიერესი ფეხბურთელია. მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. მადლობას ვუხდით ჩვენი გუნდისთვის გაწეული დახმარებისთვის”, - განაცხადა ნიუ იორკელთა სპორტულმა დირექტორმა ენდი როკსბურგმა.
ცნობისათვის, ჟუნინიომ “ნიუ იორკ რედ ბულსის” მაისური მხოლოდ 13 მატჩში მოირგო. ოჯახთან საუბრის შემდეგ, საჯარიმო დარტყმების დიდოსტატმა ბრაზილიაში დაბრუნება გადაწყვიტა.