ფეხბურთი

12:38 | 2.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟულიუ სეზარი კატალონიაშიც ახსენეს

ლონდონის “ქუინზ პარკ რეინჯერსის” მეკარე ჟულიუ სეზარი კატალონიის “ბარსელონას” ინტერესთა სფეროში მოექცა. Sport.es-ის ცნობით, 33 წლის ბრაზილიელის მსურველმა კლუბმა ქპრ-ს 3 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

აღსანიშნავია, რომ “ბარსასთვის” პრიორიტეტული “გლადბახის” მეკარის – მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შეძენაა, მაგრამ თუკი ეს ტრანსფერი არ შედგება, კატალონიელები ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯზე გადაერთვებიან.

რამდენადაც ცნობილია, ჟულიუ სეზარის გადაბირება “არსენალს”, “მილანს”, “რომასა” და “ფიორენტინასაც” სურთ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11588