ფეხბურთი

19:39 | 3.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟულიო სეზარს “მილანში” უხმობენ

“ქუინს პარკ რეინჯერსის” ბრაზილიელი კარის დარაჯი ჟულიო სეზარი, შესაძლოა, მალე, მილანში დაბრუნდეს. “ინტერის” ყოფილ მეკარეს “მილანი” ეპატიჟება.

33 წლის მეკარე ქპრ-ში გასულ ზაფხულში გადავიდა. მის გუნდს პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება და გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, თუ მომდევნო სეზონში, ბრაზილიელი სხვაგან ითამაშებს.

იტალიური Corriere della Sera-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟულიო სეზარს “მილანი” იწვევს. “როსონერის” ნომერ პირველ მეკარეს, კრისტიან აბიატის კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს და როგორც ჩანს, მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებას არ აპირებენ.

ჟულიო სეზარი “ინტერში” 2005-2012 წლებში თამაშობდა. “ნერაძურის” შემადგენლობაში, მას 300 მატჩი აქვს ჩატარებული. იტალიაში თამაშის დროს, სამხრეთ ამერიკელმა 14 ტიტული მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110286