ფეხბურთი

20:25 | 25.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟულიო სეზარი “რომას” არ გამორიცხავს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მეკარე ჟულიო სეზარი იტალიაში დაბრუნებასა და “რომაში” თამაშს არ გამორიცხავს. 33 წლის მეკარე იმასაც აცნობიერებს, რომ საკლუბო კარიერის ძლიერ გუნდში გასაგრძელებლად მას კონფედერაციის თასზე წარმატებით თამაში მართებს.

“თუ კონფედერაციის თასზე კარგად ვითამაშებ, ჩემს სამომავლო კარიერაში, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს. თუ ჩემპიონები გავხდებით, ჩემით არაერთი კლუბი დაინტერესდება.

ამჟამად, სრულად ნაკრებში თამაშზე ვარ კონცენტრირებული. იტალიური ფეხბურთისთვის ჩემი კარი დახურული არაა. ამ ქვეყანაში 8 შთამბეჭდავი წელი გავატარე და კარიერის პიკს მივაღწიე.

იტალიაში დაბრუნება კარგი იქნებოდა, რადგან ამ ჩემპიონატსა და ენას ვიცნობ. “რომა”? რომი შესანიშნავი ქალაქია და ამ ტრანსფერის განხორციელება გამორიცხული არაა.” – აცხადებს ჟულიო სეზარი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები მილანის “ინტერში” გაატარა.

თეგებირომასეზარი
0.120025