ფეხბურთი

20:26 | 22.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჟულიო სეზარი: “MLS-ი და პრემიერლიგა ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება”

კანადური “ტორონტოს” მეკარე ჟულიო სეზარი MLS-სა და პრემიერლიგას ერთმანეთს ადარებს და აცხადებს, რომ ამ ორ ტურნირს შორის ბევრი მსგავსებაა.

“MLS-ი ინგლისის ჩემპიონატისგან დიდად არ განსხვავდება. ტურნირი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული, გულშემატკივრები აქაც კრეატიულები არიან. არ მეგონა, თუ ასეთი სიტუაცია დამხვდებოდა.

ქპრ-ში ჩატარებული პირველი წელი შესანიშნავი იყო, თუ პრემიერლიგიდან გავარდნას არ ჩავთვლით. ინგლისის ჩემპიონატი შესანიშნავადაა ორგანიზებული, ტრიბუნები ყოველთვის სავსეა, ხოლო გულშემატკივრები ფეხბურთელებს პატივს სცემენ.” – აცხადებს ჟულიო სეზარი, რომელიც “ტორონტოში” “ქუინს პარკ რეინჯერსიდანაა” განათხოვრებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119199