ძიუდო

19:38 | 31.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟოლიანისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ძიუდოისტი ლევან ჟორჟოლიანი, მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ფრანგ სირილ მარესთან დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

შეხვედრის ბედი ერთმა შიდომ გადაწყვიტა. საფინალო სირენამდე თხუთმეტიოდე წამით ადრე, მაშინ, როდესაც ორივე ძიუდოისტს სამ-სამი შიდო ჰქონდა, მსაჯმა ჟორჟოლიანი პასიურობისთვის მეოთხედ გააფრთხილა და გამარჯვებულად მარე გამოაცხადა. 

 

 

0.11556