ფეხბურთი

17:34 | 23.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟორდი ალბა საფრანგეთთან გამოირიცხა, პსჟ-სთან საეჭვოა

 

კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მარცხენაფლანგელმა ჟორდი ალბამ ფინეთთან მატჩში (1:1) ბარძაყი დაიზიანა. Goal.com-ის ცნობით, კატალონიელს ლაზარეთში რამდენიმე კვირის გატარება მოუწევს.

ჯერჯერობით, ესპანელი ექიმები ზუსტი ვადების დასახელებისგან თავს იკავებენ, თუმცა უახლოეს პერიოდში, მის თამაშს არ უნდა ველოდოთ. დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ალბა საფრანგეთთან სამშაბათს გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

შესაძლოა, ჟორდი ალბამ “პარი სენ-ჟერმენთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4-ფინალური მატჩიც გამოტოვოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130817