ფეხბურთი

14:23 | 15.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟორდი ალბა 3 კვირას გამოტოვებს

კატალონიის “ბარსელონას” მარცხენაფლანგელმა ჟორდი ალბამ “სევილიასთან” პრიმერა დივიზიონის უკანასკნელი ტურის მატჩში (3:2) ტრავმა მიიღო. ამის შესახებ “ბლაუგრანას” ოფიციალური საიტი იუწყება.

სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მცველს ბარძაყის ტრავმა აქვს. ექიმების პროგნოზით, ალბა მოედანს 3 კვირაში დაუბრუნდება.

ამგვარად, ესპანელი ამსტერდამის “აიაქსთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩს გამოტოვებს და თავის გუნდს ვერც პრიმერა დივიზიონის რამდენიმე შეხვედრაში დაეხმარება. 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115406