ფეხბურთი

19:33 | 5.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟორდანიამ ბონი 14 მილიონად შეაფასა

არნემის “ვიტესი”, რომლის მფლობელიც ქართველი მერაბ ჟორდანია გახლავთ, თავდამსხმელ ვილფრიდ ბონის 14 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის. მოსკოვის ცსკა-ს პრეზიდენტმა ევგენი გინერმა ჟორდანიას კოტდივუარელის ტრანსფერის თაობაზე პირადად მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. 
ეს ინფორმაცია რუსმა საფეხბურთო აგენტმა რომან ორეშჩუკმა დაადასტურა: “არმიელთა პრეზიდენტი ევგენი გინერი ჟორდანიასთან მეგობრობს. ადრე, ბონის ვარიანტი ცსკა-ს სელექციონერებს შევთავაზე, მაგრამ არ მოეწონათ და მითხრეს, რომ ეს ფეხბურთელი არ აინტერესებდათ. აქედან 2 კვირის შემდეგ, გინერმა ჟორდანიას დაურეკა და უთხრა, რომ ბონი სჭირდებოდა. რამდენადაც ვიცი, ჟორდანიამ მაშინვე ფასი დაასახელა”. 
აღსანიშნავია, რომ ბონისადმი ინტერესს ინგლისური კლუბებიც იჩენენ. ერთ-ერთი მათგანი “ფულემია”, რომლის წარმომადგენლებიც აქტიურად ადევნებენ თვალს აფრიკელის თამაშს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115566