ბრაზილიელი თავდამსხმელი ჟონას გონსალვეში, ლისაბონის “ბენფიკაში” გადავიდა – იუწყება “არწივების” ოფიციალური ვებგვერდი.
ჟონასი პორტუგალიურ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
30 წლის ფორვარდი “ვალენსიაში” ირიცხებოდა 3 წლის მანძილზე, თუმცა როდრიგო მორენოსა და ალვარო ნეგრედოს მოსვლის შემდგომ, მისი ადგილი აღარ დარჩა და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა კონტრაქტი. ბრაზილიელმა “ლოს ჩეს” რიგებში 139 შეხვედრა ჩაატარა და 51 გოლი გაიტანა.
ირაკლი ალიმბარაშვილი