ფეხბურთი

19:45 | 27.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჟესუსი: "იუვენტუსი" ძლიერი კლუბია"

ლისაბონის "ბენფიკას" მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟესუსი ევროპის ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩს მოუთმენლად ელოდება და იტალიელების სიძლიერეს ხაზს უსვამს.

"ტურინში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. "იუვენტუსი" ძლიერი კლუბია, თუმცა ვაღიარებ, ჩვენც შეგვიძლია ნებისმიერ მომენტში გოლის გატანა. ლისაბონში 2:1 მოვიგეთ და ერთბურთიანი უპირატესობა გვაქვს. "იუვენტუსის" სტადიონზე თამაში ადვილი არ იქნება, მაგრამ შევეცდებით პირველი მატჩის მსგავსად თავი კარგად წარმოვაჩინოთ და ფინალის საგზური მოვიპოვოთ." _ ციტირებს ჟესუსის სიტყვებს Tuttosport.

ევროპის ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი "იუვენტუსსა" და "ბენფიკას" შორის პირველ მაისს "იუვენტუს სთედიუმზე" გაიმართება.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116454