ფეხბურთი

11:07 | 2.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჟესუსი: "ბენფიკა" "იუვენტუსზე" ძლიერია"

ლისაბონის "ბენფიკას" მთავარი მწვრთნელის ჟორჟე ჟესუსის განცხადებით, მისმა გუნდმა ევროპის ლიგის ფინალში გასვლით დაამტკიცა, რომ "იუვენტუსზე" ძლიერია.

"ბენფიკამ" ორი მატჩის ჯამში (0:0, 2:1) ტურინელები დაამარცხა და 14 მაისს ფინალში "იუვენტუს სთედიუმზე" “სევილიას” დაუპირისპირდება.

"ბენფიკამ" ფინალის საგზური მოიპოვა, რადგან ჩვენ ორივე მატჩში უკეთესად გამოვიყურებოდით. "იუვენტუსი" კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ დაცვაში უკეთესად ვთამაშობთ. პირველ მატჩში უპირატესობა მოვიპოვეთ და ფინალში დამსახურებულად გავედით. ჩემმა გუნდმა დაამტკიცა, რომ “იუვენტუსზე” უკეთესია." _ განუცხადა SKy Sport-ს ჟესუსმა.

შეგახსენებთ, რომ "ბენფიკამ" შარშან ევროპის ლიგის ფინალი ლონდონის "ჩელსისთან" 1:2 წააგო და ლისაბონელები შეეცდებიან წელს მოახერხონ საპატიო ტიტულის მოპოვება.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120923