“რომამ” თავდამსხმელ ჟერვინიოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კოტდივუარელი ლეგიონერი რომში 2018 წლის 30 ივნისამდე დარჩება. წინა ხელშეკრულებას ვადა 2017 წელს ეწურებოდა.
შეგახსენებთ, ჟერვინიო “რომაში” შარშან, ლონდონის “არსენალიდან” გადავიდა და სერია A-ში ჩატარებულ 33 თამაშში თავი 9 გოლით და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ვასილ მშვილდაძე