“კაუნასის "ჟალგირისმა" მარჯვენა მხრის ტრავმის გამო გუნდის კაპიტანი პაულიუს იანკუნასი სეზონის ბოლომდე დაკარგა”, - იტყობინება ევროლიგის ოფიციალური საიტი.
ლიტველმა ფორვარდმა მხრის უკვე არსებული ტრავმა ევროლიგის გათამაშების ტოპ 16-ის მეშვიდე ტურის მატჩში "ბროზე ბამბერგთან" დაპირისპირებისას გაიმიზეზა. იგი უახლოეს პერიოდში ოპერაციას გაიკეთებს და საკუთარ კლუბს 4 თვე ვერ დაეხმარება.
ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში 28 წლის კალათბურთელი საშუალოდ აგროვებდა 8,2 ქულას, 4,8 მოხსნას და 1,2 შედეგიან გადაცემას.
გიორგი ბარბაქაძე