უკვე წელიწადზე მეტია, ცნობილი ჩილელი ფეხბურთელი, ივან სამორანო ცოლს გაშორდა. “ივანე მრისხანედ“ სახელწოდებული ჩილელი მობურთალის ცოლთან განშორების მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია. ერთ-ერთი ვერსიით, განშორების მიზეზი ფეხბურთელის მყრალი ხასიათი იყო.
ივან სამორანოს ცოლთან განშორების შემდეგ, რასაკვირველია “თავი დამართ არ უცია“ და არც თვითგვემა დაუწყია. აგერ ერთი წლის თავზე კი, ისეთი მწყაზარი შეყვარებული გაიჩინა, რომ მთელი მსოფლიო თუ არა, ნახევარი ჩილე ალბათ ნამდვილად შენატრის.
ივან სამორანოს გულისსწორია, ცნობილი ჩილელი მოდელი, ჟოზეფინა კისტერმასი. ჟოზეფინა აქამდე გათხოვილი არასოდეს ყოფილა, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ ივანი და მისი საყვარელი ერთად ცხოვრობენ, თავისთავად ბევრის მეტყველია. სამორანო ამბობს, ჟოზეფინას გაცნობის შემდეგ ისეთი ბედნიერი ვარ, ცაში ვარსკვლავებს ვეთამაშებიო. ასეთ ქალს ალბათ მართლაც შეუძლია ბედნიერების მონიჭება...