მსოფლიო რეიტინგის მე-14 ჩოგანმა სერბმა ანა ივანოვიჩმა წარმატებით დაიწყო 2013 წლის საფრანგეთის ღია პირველობა. ტურნირის პირველ წრეში მან მძიმე ბრძოლაში დაამარცხა ხორვატიის წარმომადგენელი პეტრა მარტიჩი - 6:1, 3:6, 6:3 და მეორე რაუნდის საგზურიც მოიპოვა.
მატჩი 1 საათსა და 50 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ივანოვიჩმა 9 ბრეიკპოინტიდან 4 წარმატებით გამოიყენა, 3 ეისი ჩააწოდა და 36 უნებლიე შეცდომა დაუშვა, მისმა მეტოქემ კი ორჯერ შეძლო სერბის ჩაწოდების აღება, 1 ეისი ჩააწოდა და ერთბაშად 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
როლან გაროსის მეორე წრეში ანას მეტოქე მატილდა იოჰანსონს და შანელ შიპერსს შორის გამარჯვებული იქნება.