მიუხედავად ძალიან დიდი უპირატესობისა, „იუვენტუსმა“ ბოლოადგილოსანი „პესკარას“ იოლად დამარცხება მაინც ვერ მოახერხა. სტუმარი გუნდის მეკარის ძალიან კარგი თამაშის გამო, ტურინელებმა ძალების შენახვით მოგება ვერ შეძლეს, რაც „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩის წინ არცთუ კარგია.
პირველ და ბოლო ადგილებზე მყოფი გუნდების დაპირისპირებაში ანგარიში პირველივე ტაიმში უნდა გახსნილიყო, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში, „პესკარას“ კარის დარაჯმა ბრწყინვალედ ითამაშა და ტურინელებს გოლის გატანის საშუალება არ მისცა.
ანტონიო კონტეს გუნდმა ანგარიში 73-ე წუთზე გახსნა. საჯარიმო დარტყმის ბრწყინვალედ გათამაშებას მეტოქის საჯარიმოში ვიდალის წაქცევა მოჰყვა. შედეგად, სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, ხოლო რიცოს არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა. სტანდარტი გოლად ვუჩინიჩმა აქცია, რომელმაც 5 წუთში, ინდივიდუალური ოსტატობით, მეორეც გაიტანა და თითქოს შეხვედრაში ინტრიგა მოკვდა. 83-ე წუთზე, კაშიონეს შესანიშნავმა შორეულმა დარტყმამ „პესკარას“ ქულის მოპოვების იმედი ჩაუსახა, მაგრამ შეხვედრაში მეტი აღარაფერი შეცვლილა.
იუვენტუსი-პესკარა 2:1 (0:0)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
იუვენტუსი (3-5-2): სტორარი, ბონუჩი (ისლა 81), მარონე, პელუზო, ლიხტშტაინერი, ვიდალი, პოგბა, ჯაკერინი, ასამოა, ჯოვინკო (კვალიარელა 32), ვუჩინიჩი (მატრი 79).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე.
პესკარა (4-2-3-1): პელიცოლი, ძანონი, კლორდრუპი (არსე 70), კაპუანო, მოდესტო, რიცო, ტონი, სკული, კინტერო (ბიარნასონი 58), კაპრარი (კაშიონე 66), სფორცინი.
მწვრთნელი: კრისტიან ბუკი.
გოლები: 1:0 ვუჩინიჩი (73, პენ), 2:0 ვუჩინიჩი (78), 2:1 კაშიონე (83).
გაფრთხილებები: ბონუჩი 50, ვუჩინიჩი 73 - ბიარნასონი 67, მოდესტო 88.
გაძევება: რიცო 72.
მსაჯი: სებასტიანო პერუცო.
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 23 (13)-3 (2), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 2-0, სეივი: 1-10, ჯარიმა: 9-16.
ბოლონია-ტორინო 2:2 (0:1)
ბოლონია, “რენატო დალ’არა”
ბოლონია (4-2-3-1): კურჩი, გარიკსი, ანტონსონი, ჩერუბინი, მორლეო, კონე (სორენსენი 88), კრინი (გუარენტე 82), ტაიდერი, დიამანტი, ხრისტოდულოპულოსი (გაბიადინი 61), ჯილარდინო.
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი.
ტორინო (4-4-2): ჟილე, დარმიანი, გლიკი, ოგბონა, მასიელო, ჩერჩი (დ’ამბროზიო 70), ბაშა, გაცი, სანტანა, ბარეტო (ჟონათასი 78), მეჯორინი (ბიანკი 73).
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.
გოლები: 0:1 ბარეტო (25), 1:1 კონე (65), 2:1 გუარენტე (86), 2:2 ბიანკი (90+3).
გაფრთხილებები: ანტონსონი 35, ჯილარდინო 45 - ბაშა 41, გლიკი 87.
მსაჯი: ანდრეა დე მარკო.
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 12 (5)-16 (9), კუთხური: 10-7, თამაშგარე: 1-0, სეივი: 7-3, ჯარიმა: 16-12.