ფეხბურთი

20:38 | 14.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსს” ვუჩინიჩი რამდენიმე კვირით გამოაკლდა

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი მირკო ვუჩინიჩი გუნდს უახლოეს რამდენიმე თამაშში ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი ვარჯიშზე მიღებული ტრავმაა.

“იუვენტუსის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ვუჩინიჩმა, ერთ-ერთ ვარჯიშზე, მარჯვენა ფეხის ტრავმა მიიღო. სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მყესები დაზიანებული არაა, მაგრამ ფეხბურთელს წვივისა და მენისკის ტრავმა აქვს, რის გამოც, მას რამდენიმე კვირით უქმობა მოუწევს.

0.121825