ფეხბურთი

18:20 | 25.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსს” საპატა სურს

 

ტურინის “იუვენტუსი” “მილანის” მცველის – კრისტიან საპატას შეძენითაა დაინტერესებული. აპენინური მედიის ცნობით, კოლუმბიელის ტრანსფერის ინიციატორი “ბებერი სინიორას” ახლადდანიშნული თავკაცი მასიმილიანო ალეგრია.

მოგეხსენებათ, ალეგრი “მილანში” მუშაობდა და საპატას შესაძლებლობებს კარგად იცნობს. სურს თუ არა თავად კოლუმბიელს ტურინში გადაბარგება, ჯერჯერობით, უცნობია.

ცნობისათვის, საპატამ იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და გოლით გამოირჩა.

0.108804