ფეხბურთი

19:13 | 23.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსს” კიელინი უბრუნდება

ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯორჯო კიელინიმ ვარჯიში განაახლა და იგი სათამაშოდ მზადაა.

კიელინის უქმად ყოფნა გასული წლის დეკემბრის შემდეგ უწევს. იტალიური პრესის ცნობით, ორთვიანი შესვენების შემდეგ, 28 წლის ფეხბურთელმა ვარჯიში განაახლა და ის კვირას, “სიენას” წინააღმდეგ გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდება, მაგრამ შეხვედრას სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს.

0.114917