ტურინის “იუვენტუსს”, სერია A-ს მე-11 ტურში, “პარმასთან” სტუმრად გასამართ მატჩში, მცველი ლეონარდო ბონუჩი დააკლდება.
Football Italia-ს ცნობით, ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მატჩის წინ, რომელსაც “ბებერი ქალბატონი” 5 ნოემბერს მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გამართავს, 26 წლის ფეხბურთელს მწვრთნელებმა დასვენების საშუალება მისცეს.
ვარაუდობენ, რომ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ბონუჩის ადგილს ანჯელო ოგბონა დაიკავებს. “პარმას” წინააღმდეგ სხვადასხვა სახის ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ შტეფან ლიტხშტაინერი, სიმონე პეპე და მირკო ვუჩინიჩი. თამაში დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.