ტურინის “იუვენტუსი” “მილანის” მცველის – ინიაციო აბატეს შეძენითაა დაინტერესებული. იტალიური პრესის ცნობით, “ბებერი სინიორა” 27 წლის მცველს იმ შემთხვევაში იყიდის, თუ გუნდს სტეფან ლიხშტაინერი და მარტინ კასერესი დატოვებენ.
“მილანი” აბატეს გაყიდვაზე უარს არც იანვრის სატრანსფერო სეზონში იტყვის, მაგრამ ძნელად სავარაუდოა, ტურინელებმა ტრანსფერი ზამთარში გაჩარხონ.. საგულისხმოა, რომ ზაფხულში, “ზენიტი” იტალიელში 10 მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ მილანელებმა 12 მილიონი ევრო მოითხოვეს.
ცნობისათვის, აბატეს “როსონერისთან” კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს.