ზამთრის სატრანსფერო სეზონში, ტურინის “იუვენტუსი” “ლივერპულის” ფორვარდის – ლუის სუარესის ტრანსფერს გეგმავს. Daily Express-ის ცნობით, იტალიელებს ურუგვაელის გადასაბირებლად გეგმა უკვე შემუშავებული აქვთ.
სუარესის ტრანსფერისთვის საჭირო თანხის მოსაძიებლად, “იუვენტუსი” კლაუდიო მარკიზიოსა და ლეონარდო ბონუჩის გაყიდვას გეგმავს. რამდენადაც ცნობილია, იტალიელების შეძენის მსურველ კლუბთა რაოდენობა საკმაოდ დიდია.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში, ურუგვაელის სანაცვლოდ, “არსენალი” “ლივერპულს” 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს სთავაზობდა, მაგრამ მერსისაიდელებმა გარიგებაზე უარი თქვეს.