ფეხბურთი

12:31 | 8.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა” დი მარია მოინდომა

ესპანური გამოცემები “იუვენტუსის” სამწვრთნელო შტაბის მიერ “რეალის” ნახევარმცველ ანხელ დი მარიათი დაინტერესების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. “ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელობას თავდაპირველად სურდა არგენტინელი ფეხბურთელი მადრიდიდან იჯარის წესით წაეყვანა, მაგრამ უკვე ტრანსფერის გამოსყიდვაზე ფიქრობს.

სულ ახლახან დი მარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სეზონის დასრულებამდე “სამეფო კლუბის” დატოვებას არ აპირებს. “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმაც გააკეთა კომენტარი, რომ ფეხბურთელით კმაყოფილია და მის გაშვებაზე საუბარიც ზედმეტია, მაგრამ ტურინელები იმედს მაინც არ კარგავენ.

 

0.120179