მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, ტურინის “იუვენტუსი” შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. აპენინური მედიის ცნობით, “ბებერ სინიორას” სიაში “კორინთიანსის” ფორვარდი ალეშანდრე პატო და მადრიდის “რეალის” შემტევი ალვარო მორატა არიან.
მოგეხსენებათ, პატო “სან პაულუშია” განათხოვრებული. ტურინელები 24 წლის ბრაზილიელის იჯარით აყვანაზე ფიქრობენ. მეორე ვარიანტი მორატაა, რომლის სანაცვლოდაც იტალიელები ესპანელებს 18 მილიონ ევროს სთავაზობენ.
შეგახსენებთ, რომ პატო “მილანის” ღირსებას რამდენიმე სეზონის განმავლობაში იცავდა და იტალიის ჩემპიონატი მისთვის საკმაოდ ნაცნობია.