ფეხბურთი

12:59 | 17.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” ტევესს არ ეშვება

 

ტურინის “იუვენტუსმა” “მანჩესტერ სიტის” კარლოს ტევესის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალურად მიმართა. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “ბებერი სინიორა” 29 წლის არგენტინელის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს იხდის.

საგულისხმოა, რომ რამდენიმე დღის წინათ, ტურინელთა გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ ტევესის ტრანსფერი გამორიცხა და განაცხადა, რომ “იუვენტუსი” არგენტინელისთვის ბრძოლას გამოთიშული იყო. როგორც ჩანს, ეს განცხადება იტალიელთა ტაქტიკის ნაწილი გახლდათ.

ჯერჯერობით, “სიტი” პასუხს არ ჩქარობს, რადგან ტევესის გადაბირება “მილანსაც” სურს. ამ ეტაპზე, “როსონერის” მანჩესტერელთათვის წინადადებით ჯერ არ მიუმართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116118