ფეხბურთი

12:31 | 17.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” რანოკიასთვის იბრძვის

ტურინის “იუვენტუსი” მილანის “ინტერის” მცველის – ანდრეა რანოკიას გადასაბირებლად ყველა ღონეს ხმარობს. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტრანსფერის ინიციატორი “ბებერი სინიორას” მესაჭე ანტონიო კონტეა, რომელიც რანოკიასთან ერთად “ბარისა” და “არეცოში” მუშაობდა.

თავის მხრივ, “ინტერი” იტალიელს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ ფეხბურთელი კლუბთან ახალი სეზონის დაწყებამდე არ გაახანგრძლივებს კონტრაქტს. რანოკიას მილანელებთან მოქმედი კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს და მისი წლიური ანაზღაურება 2.2 მილიონი ევროა.

ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, რანოკიამ 7 მატჩი ჩაატარა.

 

0.116944