ფეხბურთი

12:22 | 14.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” მუნიაინის შეძენას იანვარში ეცდება

ბილბაოს “ატლეტიკის” თავდამსხმელი იკერ მუნიაინი ტურინის “იუვენტუსის” ინტერესთა სფეროში მოექცა.

El Mundo Deportivo კვირის დასაწყისში უკვე იუწყებოდა, რომ “ბებერი ქალბატონის” წარმომადგენლები 20 წლის ფეხბურთელს აკვირდებიან, ახლა კი, Football Italia-ს ცნობით, ტურინელები შეთანხმების გაფორმებას უკვე იანვრის სატრანსფერო პერიოდში შეეცდებიან.

“იუვენტუსის” ხელმძღვანელობას არც იმ თანხის სიდიდე აშინებს, რაც მუნიაინის კონტრაქტში გამოსასყიდის სახითაა მითითებული - 38 მილიონი ევრო. წყაროს ინფორმაციით, იკერთან მოლაპარაკებისას იტალიელები მისი ყოფილი თანაგუნდელის, ფერნანდო ლიორენტეს ამოქმედებას აპირებენ.

პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში, მუნიაინმა “ბილბაოს” მაისურით 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

0.111548