ფეხბურთი

13:23 | 19.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” მარცხენაფლანგელს “სიტიში” ეძებს

 

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ტურინის “იუვენტუსი” მარცხენა მცველის პოზიციის გაძლიერებას გეგმავს. Tuttosport-ის ცნობით, “ბებერი სინიორა” “მანჩესტერ სიტის” ერთბაშად ორი მოთამაშითაა დაინტერესებული.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, “იუვენტუსის” ინტერესთა სფეროში არიან ალექსანდრ კოლაროვი და გაელ კლიში. ტურინელები ერთ-ერთი მათგანის შეძენას ეცდებიან. იტალიელთათვის პრიორიტეტული კოლაროვია, რომელსაც რომის “ლაციოში” ნათამაშები აქვს და ჩემპიონატის გარემოს შეგუებულია. თუკი ეს ტრანსფერი ვერ შედგება, “ბიანკონერი” კლიშიზე გადაერთვება.

27 წლის ფრანგის სატრანსფერო ღირებულება 13 მილიონ ევროდაა შეფასებული, კოლაროვის კი, 10 მილიონ ევროდ.

0.136961