ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტეს შესანარჩუნებლად ყველა ღონეს ხმარობს. იტალიური პრესის ცნობით, “ბებერი სინიორა” გუნდის თავკაცთან ახალი კონტრაქტის პირობებზე მუშაობს.
რა ეტაპზეა მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი, ჯერჯერობით, უცნობია. სავარაუდოდ, “იუვენტუსი” კონტესთან კონტრაქტს სეზონის ბოლოს გაახანგრძლივებს.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსმა” ევროპის ლიაგში “ტრაბზონსფორის” ბარიერი იოლად დაძლია. გარდა ამისა, კონტეს გუნდი ზედიზედ მესამე სკუდეტოსთან ძალზე ახლოსაა.