ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს.
Italian football daily-ის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა 44 წლის სპეციალისტის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ამ კუთხით პირველი ნაბიჯი პოლ პოგბასთან და ანდრეა პირლოსთან კონტრაქტების გახანგრძლივება იქნება.
“ბებერი ქალბატონის” პრეზიდენტ ანდრეა ანიელის სურს, რომ კონტე კლუბთან ხანგრძლივი კონტრაქტით დააკავშიროს. მიზეზი მარტივია - გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა სპეციალისტით “მონაკო” დაინტერესდა.