ფეხბურთი

16:01 | 26.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ჯოვინკოს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

იტალიური მედიის ცნობით, ტურინის "იუვენტუსი" მზადაა, იტალიელ თავდამსხმელ სებასტიან ჯოვინკოს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. მხარეები უახლოეს მომავალში მოსალაპარაკებელ მაგიდას მიუსხდებიან და კონტრაქტის ახალ დეტალებს განიხილავენ.

მოსალოდნელია, რომ 27 წლის ფეხბურთელი "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტს 2017 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს. ჯოვინკოს ამჟამინდელი კონტრაქტი 2014/15 წლების სეზონის ბოლოს ეწურება.

სებასტიან ჯოვინკოს "ბიანკონერის" მაისურით 120 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 18 გოლი და 22 საგოლე გადაცემაა. გასულ სეზონში იტალიელმა თავდამსხმელმა 30 მატჩი ჩაატარა და 3 გოლთან ერთად 6 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111918