“მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელი შემტევი ლუიშ ნანი “იუვენტუსს” პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა. ამ ინფორმაციას Sky Sport Italia ავრცელებს.
“იუვენტუსის” ნანით დაინტერესება სიახლე არაა. გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ანტონიო კონტეს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, ტურინული კლუბი ნანის უკვე შეუთანხმდა და ახლა ჯერი “მანჩესტერთან” მოლაპარაკებაზეა.
ივარაუდება, რომ “მანჩესტერი” ნანის 12 მილიონ ევროდ გაყიდვას დასთანხდება, მაგრამ ბევრი რამ “წითელი ეშმაკების” ახალ მთავარ მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული.
ლუიშ ნანი “მანჩესტერ იუნაიტედში” 2007 წლიდან თამაშობს. ინგლისური გუნდის მაისურით მან 227 თამაში ჩაატარა და 40 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ის მოედანზე მხოლოდ 13-ჯერ გამოჩნდა.